ტრიმურტი

ტრიმურტი
სანსკრიტზე ნიშნავს სამსახოვნებას, სამგვამოვნებას, ტრიადას (ტრი-სამი, მურტი - სახე, ხატი, სხეული). ამ ტერმინით აღინიშნება სამი ღმერთის - ბრაჰმას, ვიშნუს (იგივე რუდრას) და შივას - ერთიანობა, ერთება. ე.ი. ტრიმურტი არის ერთი და იგივე ღვთაების სამი გამოვლინება, სამი სხვადასხვა ფორმა, სამი გვამი. მაჰაბჰარატას დამატებაში - გარივანშაში - ვკითხულობთ: ,,ის, ვინც არის ვიშნუ, არის იმავდროულად შივა; ის, ვინც არის შივა, არის ბრაჰმა. არსებით ერთია, მაგრამ სამი ღმერთია: შივა, ვიშნუ, ბრაჰმა’’. ტრიმურტი აერთიანებს სამ კოსმიურ პრინციპს - შემოქმედებას, ნგრევას და შენარჩუნებას: შემოქმედია ბრაჰმა, დამანგრეველი - შივა. ხოლო მცველი ანუ შემანარჩუნებელი - ვიშნუ. სამივე არსებობს ერთ ღვთაებაში და თითოეული - სამებაში. ტრიმურტს გამოსახავდნენ სამთავიან არსებად: შუაში ბრაჰმა, მარჯვნივ ვიშნუ და მარცხნივ შივა.
Source: პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Нужен реферат?

Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»